Kinplast მონოლითური პოლიკარბონატი ყავისფერი

აღწერა
გამოყენება
მახასიათებლები
დოკუმენტები
მიწოდების პოლიტიკა

აღწერა

მონოლითური პოლიკარბონატი Kinplast - გამჭვირვალე პლასტიკური მასალაა, რომელსაც აქვს ერთიანი მონოლითური სტრუქტურა, სტრუქტურა. მას აქვს მაღალი ხარისხის სიმტკიცე და სიძლიერე, ამავდროულად ის ინარჩუნებს მინისებრ გამჭვირვალობას. პოლიკარბონატი მზადდება ექსტრუზიის მეთოდით. წარმოების პროცესში ძირითად მარცვლებს ემატება სპეციალური სტაბილიზატორები, რაც მას სასურველ თვისებებს ანიჭებს.წონით ის 2 ჯერ უფრო მსუბუქია ვიდრე მინა. ეს აადვილებს მონტაჟის პროცესს, განსაკუთრებით დიდ ობიექტებზე. დარტყმას კი 250-ჯერ უფრო კარგად უძლებს ვიდრე მინა. 88%-იანი გამჭვირვალობის წყალობით ის ატარებს სინათლის მაქსიმალურ რაოდენობას. დაცულია გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან, იქნება ეს ულტრაიისფერი გამოსხივება, ექსტრემალური ტემპერატურები თუ ნალექი. არ რეაგირებს ბევრ ქიმიურ რეაგენტებზე, ინარჩუნებს თავის თვისებებს. მარტივად იჭრება, იბურღება და იღებს სასურველ ფორმას თავდაპირველი თვისებების შენარჩუნებით.

გამოყენება

  • სარეკლამო ბანერები. პოლიკარბონატის მეშვეობით შეგვიძლია სარეკლამო ბანერების ფორმირება, დიოდური განათების და სპეციალური აპკების შეხვევა. ეს არჩევანი ამცირებს გარე რეკლამის მონტაჟის ხარჯებს.
  • მშენებლობა და დიზაინი. უხდება გამჭვირვალე ფასადებსა და დეკორატიულ ელემენტებს, უზრუნველყოფს ხანგრძლივობას და ესთეტიურ ვიზუალს.
  • მანქანათმშელებლობა. გამოიყენება ავტომობილების დეტალების შექმნაში, ცვლის ტრადიციულ მინას, რაც ელემენტებს ხდის უფრო მსუბუქს და დაზიანებისადმი მდგრადს.
  • მედიცინა. გამოიყენება გამჭვირვალე დამცავი ეკრანებისა და მოწყობილობების შექმნისთვის, მედიცინაში ჰიგიენის მაღალ ხარისხს და საიმედო პირობებს ქმნის.

მახასიათებლები

მიწოდების პოლიტიკა

მიწოდება თბილისში და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაცია