პოლიკარბონატის თერმული ხაზოვანი გაფართოება

ჰაერის ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად პოლიკარბონატის ფირფიტები იცვლება ზომებში,ამ ცვლილებების თვალით შემჩნევა შეუძლებელია.

ფირფიტების ხაზოვანი ზომების შეცვლის ხარისხის გამოთვლა კონსტრუქციის პროექტირებისა და აწყობისას არაა რთული,ამასთანავე აბსოლუტურად აუცილებელია რომ ფირფიტები იკუმშებოდეს და იწელებოდეს საჭირო ზომებზე ისე ,რომ არ დაზარალდეს მისი მდგომარეობა და დიზაინი.

პრაქტიკაში ფირფიტების ხაზოვანი გაფართოების ფაქტორების უგულებელყოფა თუ მონტაჟის დროს ფირფიტების ხაზოვანი გაფართოების ფაქტორები არ იქნება გათვალისწინებული, ანუ არ იქნება დარჩენილი ჭუჭრუტანები პლასტიკის ფირფიტებსა და მეტალოკონსტრუქციას შორის, ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა აიწევს და ფირფიტები გადიდდება მივიღებთ ცუდ შედეგს. არასწორი მონტაჟის გამო ის ჩაეჭიდება კონსტრუქციაში, შიდა წინაღობის შედეგად მასალა შეიკუმშება, ფირფიტა დეფორმირდება, ხმაურობს და იტალღება.

ასევე შესაძლებელია სრულიად საპირისპირო შეცდომის დაშვებაც, როცა კონსტრუქციაში ხდება არასაკმარისი დაშვება, მაშინ ტემპერატურის ვარდნისას ფირფიტის ზომა კლებულობს და ის ფიქსაციის ელემენტს მოსცილდება და ჩამოვარდება.
პოლიკარბონატის თერმული გაფართოების კოეფიციენტი არის 0,065 მმ/მ°С( გამჭვირვალე და თეთრი პანელებისთვის)
სამონტაჟე კონსტრუქციის სწორად გამოთვლისთვის აუცილებელია შემდეგი ფორმულის გამოყენება:
∆L = L * ∆T * К, სადაც


L —სიგრძე (სიგანე) ფირფიტის (მ)
∆T ტემპერატურის ცვლილება (С )К = 0,065 მმ/მ°С — ფიჭური პოლიკარბონატის ტემპერატურული ხაზოვანი გაფართოების კოეფიციენტია.
მაგალითად ,თუ ზაფხულში +40 ,ხოლო ზამთარში _20 (გარბენი ∆T=60 გრადუსი),მაშინ ფირფიტის ყოველი მეტრი “ისეირნებს” 3,9 მმ(∆L = 1×60×0,065)

ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც რომ ფერადი ფირფიტები ცხელდება 15-20 °C-ით მეტად,ვიდრე გამჭვირვალე და თეთრი. ∆L ფერადი პანელებისთვის აღწევს 5-6 მმ. ყოველ მეტრზე სიგრძესა და სიგანეში.
რაც შეეხება მექანიკურ გაძლიერებას,ფირფიტების გაბურღვის დიამეტრი უნდა უზრუნველყოფდეს საკმაო სივრცეს ბუნებრივი გაფართოება/შეკუმშვისთვის,გამოცდილებიდან გამომდინარე 2-3 მმ-ით მეტი გამაძლიერებელი ელემენტის დიამეტრზე (თვითმჭრელი,ბოლტი და ა.შ.)
განაცხადის დატოვება
მოგვწერეთ Telegram- ში
მოგვწერეთ WhatsApp - ში
დაგრჩათ კითხვები?
მოგვწერეთ ჩატში ან დატოვეთ განაცხადი
KIN Ltd - პოლიკარბონატის მიმწოდებელი
© 2024 KIN Ltd. ყველა უფლება დაცულია
ინფორმაცია
კატალოგი
სამუშაო საათები
ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ოფისი და საწყობი
თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძეს 80