ფიჭური პოლიკარბონატი

ფიჭური პოლიკარბონატი - მსუბუქი, გამძლე და გამჭვირვალე პოლიმერული მასალა. მრავალფენიანი ფირფიტები მზადდება ექსტრუზიის მეთოდით. ფენებს შორის სივრცე ამოვსებულია ჰაერით, რაც უზრუნველყოფს თბოიზოლაციას, ხოლო მათ შორის ტიხრები მაღალ კონსტრუქციულ სიმტკიცეს განაპირობებს. ეს უნიკალური თვისებები ანიჭებს ფიჭურ პოლიკარბონატს რიგ უპირატესობებს:

Უფრო ვრცლად →
თბოიზოლაცია
მასალის თბოგამტარობას განსაზღვრავს უჯრის ფორმის ცარიელი სტრუქტურები, რომელიც ამოვსებულია ჰაერით. ჰაერი ძალიან კარგი თბოიზოლატორია, ამიტომაც უჯრის ფორმატის ფირფიტები ეფექტურად ინარჩუნებს სითბოს. ფიჭური პოლიკარბონატის გამოყენების შედეგად შესაძლებელია გათბობის ხარჯების 50%-მდე შემცირება, რადგან უჯრის ფორმის ფირფიტები იცავს შენობას სიცივისგან
ხმის იზოლაცია
ჰაერით სავსე უჯრები ახშობს 21 დბ-მდე ხმაურს. ამ ტექნოლოგიას იყენებენ შენობაში სამუშაო ადგილების განცალკევებისთვის, ნაკვეთის სავალი გზიდან გამოსაყოფად და ღონისძიებებზე ხმის იზოლაციის მქონე კონსტრუქციების უზრუნველსაყოფად
სიმსუბუქე და გამძლეობა
პოლიკარბონატი 6-ჯერ უფრო მსუბუქია ვიდრე მინა, რაც ამარტივებს მის მონტაჟს, განსაკუთრებით დიდ ობიექტებზე, როგორებიცაა სავაჭრო ცენტრები და აუზები. ამავდროულად მისი დარტყმისადმი მდგრადობა 250-ჯერ აღემატება მინას
ძნელად აალებადი
ფიჭური პოლიკარბონატი არის ძნელად აალებადი, რაც განაპირობებს მის უსაფრთხოებას საცხოვრებელი შენობებისთვის
ულტრაიისფერი დაცვა
ირეკლავს 99%-მდე ულტრაიისფერ სხივებს, რაც ეხმარება ავეჯისა და ტექსტიკის გახუნების თავიდან აცილებაში. სათბურში კი მცენარეები ინარჩუნებენ ბუნებრივ ფერს
მოქნილობა და დიზაინი
ფიჭური პოლიკარბონატი ადვილად იღუნება, რაც მოგცემთ შესაძლებლობას შექმნათ კრეატიული არქიტექტურული ფორმები; როგორც არკებითა და თაღებით, ასევე არასტანდარტული ფასადური გადაწყვეტილებებით
გამძლეობა
ფიჭური პოლიკარბონატის გამძლეობისა და მოვლის მინიმალური მოთხოვნილების გათვალისწინებით (10 წელზე დიდხანს ინარჩუნებს თვისებებს) ის საუკეთესო არჩევანია გრძელვადიანი სამშენებლო პროექტებისთვის
განაცხადის დატოვება
მოგვწერეთ Telegram- ში
მოგვწერეთ WhatsApp - ში
დაგრჩათ კითხვები?
მოგვწერეთ ჩატში ან დატოვეთ განაცხადი
KIN Ltd - პოლიკარბონატის მიმწოდებელი
© 2024 KIN Ltd. ყველა უფლება დაცულია
ინფორმაცია
კატალოგი
სამუშაო საათები
ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ოფისი და საწყობი
თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძეს 80