როგორ ავარჩიოთ სწორად ფიჭური პოლიკარბონატი

პირველი ნიუანსი-ვირჩევთ სისქეს.ფიჭური პოლიკარბონატი იწარმოება 4-16 მმ-მდე სისქის.სისქეზეა დამოკიდებული ფირფიტის გამძლეობა და მისი ენერგოშემნახველი თვისებები.პოლიკარბონატის ოპტიმალური სისქის ასარჩევად ყურადღება ეთმობა მზიდი კონსტრუქციის და უჯრედების ბიჯზე.უფრო სქელ პოლიკარბონატს შეუძლია გაუძლოს დიდ მანძილს რაფტერებს (მორებს) შორის.

რომელი ფერი ავირჩიოთ?მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ფერის არჩევანი არ უნდა გაკეთდეს გემოვნებაზე დაყრდნობით, რადგან-პოლიკარბონატის სხვადასხვა ფერს აქვს სინათლის სხვადასხვა გამტარობა.მარტივად რომ ვთქვათ,ერთი პოლიკარბონატის ქვეშ თქვენ იქნებით უფრო გრილად,ვიდრე მეორის ქვეშ.

.ჩამოსაფარებელი ტენტების უმეტესობა იხურება მუქი ფერის პოლიკარბონატით.(ბრინჯაოსფერი ან ყავისფერი)რა თქმა უნდა თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ კაშკაშა პოლიკარბონატი ჩამოსაფარებელი ტენტისთვის.სათბურებისთვის რეკომენდებულია გამჭვირვალე ფირფიტების გამოყენება.აქ მთავარია ულტრაიისფერი დაცვა და გარანტია.

თუმცა, პოლიკარბონატის არჩევისას, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ფერი და სისქე, არამედ ულტრაიისფერი დაცვის ხარისხი.ამის გარეშე ფირფიტა გაყვითლდება და დაიწყებს დაშლას-და ეს ყველაფერი 2-3 წლის განმავლობაში.

ძირითადი პრობლემა იმაშია რომ ულტრაიისფერი დაცვის შრის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.სწორი პოლიკარბონატის შესაძენად ორიენტირება უნდა მოხდეს იმ ფაქტორზე,რომელიც ადასტურებს ულტრაიისფერი დაცვის არსებობას -ანუ მწარმოებლის გარანტიასა და საბუთებზე.

მაგალითად : ქარხანა “КИН” იღებს პასუხისმგებლობას პოლიკარბონატ WOGGEL-ის ხარისხზე 20 წლის განმავლობაში ეს ნიშნავს რომ ფირფიტაზე ნამდვილად არის ულტრაიისფერი დაცვა,რომელიც დატანილია თანაბრად კონცენტრირებული შრით,მყიდველს შეუძლია არ ინერვიულოს ფირფიტის შენახვის თაობაზე.წარმოების პროცესის გათვალისწინებით დაცვა ფირფიტაზე იფარება ერთი მხრიდან,ფერადი აპკის მხრიდან.

ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაზეც ღირს ყურადღების გამახვილება-ფირფიტების მონტაჟისას ფერადი აპკი უნდა იყოს მიმართული ზევით,აპკი უნდა მოიხსნას მხოლოდ მონტაჟის შემდეგ,რომ არ შეგვეშალოს ფირფიტის მხარეები.
განაცხადის დატოვება
მოგვწერეთ Telegram- ში
მოგვწერეთ WhatsApp - ში
დაგრჩათ კითხვები?
მოგვწერეთ ჩატში ან დატოვეთ განაცხადი
KIN Ltd - პოლიკარბონატის მიმწოდებელი
© 2024 KIN Ltd. ყველა უფლება დაცულია
ინფორმაცია
კატალოგი
სამუშაო საათები
ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ოფისი და საწყობი
თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძეს 80