ჩვენს პოლიკარბონატს არ ეშინია სეტყვის

პოლიკარბონატის ყველა ფიფიტას ,რომელსაც ჩვენ ვყიდით,აქვს დაცვა ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან.

რა შუაშია აქ სეტყვა და ულტრაიისფერი დაცვა?-იკითხავთ თქვენ.რა თქმა უნდა ფიჭური პოლიკარბონატის ისეთი მახასიათებლები,როგორიცაა სიმკვრივე და სისქე,უპირობოდ მნიშვნელოვანია.რამდენადაც ეს პარამეტრი მაღალია,იმდენად ძლიერი და მდგრადია მასალა გარემოს ფიზიკური ზემოქმედების მიმართ.

პოლიკარბონატის ყველაზე მთავარი მტერი-მზეა.ის მოქმედებს მასზე ხილულ და მეტად ულტრაიისფერ სპექტრში,რაც იწვევს მასალის დეგრადირებას..პლასტიკი ხდება მყიფე და ადვილად იშლება უმნიშვნელო ზემოქმედებითაც.წარმოებაში ფირფიტების ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან დასაცავად აუცილებელია ფირფიტის ერთ ზედაპირზე 30-50 მიკრონი ულტრაიისფერი -სტაბილიზატორის შრის დატანება თანაექსტრუზიის მეთოდით.

გარდა ამისა მნიშვნელოვანია ,რომ ულტრაიისფერი დაცვის შრის სისქე იყოს ერთნაირი ფირფიტის ნებისმიერ წერტილში.ასეთი პროცედურა საკმარისია პოლიკარბონატის ექსპლუატაციის ხანგრძლივობისთვის( 10 წელი და მეტი) ფირფიტა დაცვის გარეშე ან არასაკმარისად დაცული გაძლებს ერთ წლამდე,იშვიათად მეტს.ხშირად სეტყვის შედეგად ჩნდება ხვრელები,აგრეთვე იშლება ნებისმიერი მექანიკური ზემოქმედების დროს.

უ/ი სტაბილიზატორები-ძვირადღირებული კომპონენტია,ბევრი მწარმოებელი ვერ ხედავს ასეთი შრის გაკეთებისას კომერციულ სარგებელს.ისინი თავიანთ პოზიციას იმით ხსნიან,რომ მარცვლეულ-ნედლეულს უკვე გააჩნია თავის შემადგენლობაში სტაბილიზატორის დაბალი (3-4 %-მდე) შემცველობა.(ნედლეული გადატანის,გადატვირთვის ,ტექნოლოგიური ჯაჭვის პროცესში რომ არ დაიშალოს.)სამწუხაროდ ეს არაა საკმარისი და ფირფიტები საკმაო თანაექსტრუზიის გარეშე 1-2 წლის ექსპლუატაციის შემდეგ ხდება შესაცვლელი.
განაცხადის დატოვება
მოგვწერეთ Telegram- ში
მოგვწერეთ WhatsApp - ში
დაგრჩათ კითხვები?
მოგვწერეთ ჩატში ან დატოვეთ განაცხადი
KIN Ltd - პოლიკარბონატის მიმწოდებელი
© 2024 KIN Ltd. ყველა უფლება დაცულია
ინფორმაცია
კატალოგი
სამუშაო საათები
ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ოფისი და საწყობი
თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძეს 80